↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფოლაქებივით

სანიკიძე ირმა

2018-06-121 წთ საკითხავი1317 ნახვა

—
ცხოვრებას შენი ცხოვრებით ვლამბავ,შეკოწიწებულ დღეებს ვაკერებ,აბრეშუმივით მოგეტკიცები,კოცნას ავაჭრი ვნება- საკაბეს.
აწყვეტილი აქვს ღამეს სიზმრები,გადავიკეთებ ცას ჯიბეებად,ჩემი სიცოცხლე ავერლოკია-ბავშვობა უკვე გამოიძენძა.
ფოლაქებივით თვალების მზერა,სამყაროსხელა ცოდვას დაუშვებს,მეგემრიელე ტუჩზე ულუფად –კოცნა რომ დადე, ძნელად საშოვნი.
მოხერხებულად ეხვევა ლექსიოთხფა ფრაზებით ძველ თითისტარზე,დამეჩხვლიტება სიტყვებით თითი,სისხლის წვეთებს კი წერტილებს ვარქმევ.
აპრილმა მზე თუ სხეულში გახსნა,თვალებში სხივი წვეთებად მისვი,ცხოვრებას შენი ცხოვრებით ვლამბავ,ვერ მოვიხდენ და დარღვევაც ვიცი.

სანიკიძე ირმა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი