პოეზია · ლირიკა
ბარბარეს მზითვი
ბარბი ეკრანს უცქერის,ეფიქრება მგონია,ნეტავ პატარა თავში,რა აზრების ფონია.
წინ დაუდგა ნინიკო:-ნახე ბებო მოვიდა,გაუბრწყინდა მიმიკადა თვალებით იკითხა:
"ნეტავ, პარკში რა უდევს,ნეტავ, მე რა მიყიდა?თუ ისევე რომიკოსსაჩუქრებზე იფიქრა?"
ამოაწყო ბებიკომ,ქვაბები და ტაფებიუცებ ბარბიმ იყვირა-არ მიყიდე “აფერი”?
-კი, სიცოცხლევ, შეხედე,ერთი ტაფა შენია,გათხოვდები და მზითვში,უნდა მოგცეს ბებიამ.
გაუხარდა ბარბარეს,დაუძახა ნინიკოს:-გინდა ჩემმა ბებიკომშენც მზითვები გიყიდოს?
სანამ ბავშვი სიხარულს,ანახებდა სუყველასბებო ამასობაშიხორც ტაფაზე ურევდა.
ცოტა ხანში კუდრაჭასნესტო სუნმა აუწვანახვა სამზარეულოს,ოხშივარიმა აუწყა.
ატირდა და რომიკოს,შეწუწუნა ამაზე,ბებომ ხორცი მოთუშა,გათხოვების ტაფაზე.