↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საგაზაფხულო ალიონი

სანიკიძე ირმა

2018-06-121 წთ საკითხავი1313 ნახვა

—
ცის გარეგნობას გაზაფხული უფრო უხდება.მზით დატკეპნილი ღრუბლები დანისლი მერცხლების,გაიცრიცება ალაგ-ალაგ თოვლიც ხეებზე,როგორც მიტკალი, სიფრიფანა,სხივის შეხებით.
გცვივა ტკივილი ნახერხივით სულში, ნოტიოთვალების შიგნით რომ იგროვებ-მზერის ფასადზე,და დგახარ ისე, თითქოს მხრები უნდა მოსწიოსგულმა თავისკენ, უფრო ახლოს,შენ კი საფარდედმოჭრილ ალიონს დეპრესიის ნაწილზე ჭმუჭნი,გარეთ სიბნელე გუდა-ნაბადს თვითონ იკიდებს.მზეს მოიწველის გაზაფხული ცხრავე ცის ცურით,(შენ ხომ მანამდეც დაიჯერე ღმერთის სიდიდე )
ჩაიტანიე არეული ყოფა სუნთქვაში.ფაიფურივით მტვრევადია სუსხი მინაზე.დგას ალიონი, ჯერ უმზეო-ცივი ბუხარიდა შეშასავით ულაგია სხივის მარაგი.
მთებს მოიღერავს გაზაფხული.ისე უხდება,რომ დარდებისგან გამორჩენა, ფიქრობ -რაღა დროს...და თუ რად გინდა არსებობის ერთი უფლებაც,დღეს ნაზამთრალმა ბეღურებმა ისევ განახონ.

სანიკიძე ირმა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი