↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საკუთრება

სანიკიძე ირმა

2018-06-122 წთ საკითხავი1320 ნახვა

—
’’ჭეშმარიტებას ორი ერთად ვერ დაემთხვევა’’
‘’ყოველთვის, როცა მაკვირდები დაღამებისას,მზიან ამინდებს ველოდები დაღლილ მგზავრივით./ jaden /
ღმერთის სახელით,მე შემიძლია საკუთარ თავში ნაკლის პოვნა,შენი ქცევის გასამართლებლად.და როცა მზე სისხლივით გადაისხამს შებინდებას,შენს ბოლოს წინა გაღვიძებას მოვისაკლისებ.გადაგვარებულ ჩემს სიზმრებში ანკესს მოვისვრი,იქნებ როგორმე,ერთი ცოცხალი შეგრძნება მაინც ამოვიყვანო,რომ მთელი დღით დავითბილო თუნდაც სხეული.მზით გამომშრალი ხმელი სიოსაბანივით (შე)მოვუკეცო ნასიზმრს გვერდებთან,მაგრამ არ მითხრა, რომ გიყვარდა ქალი,რომელსაცგულზე ხელები ,თავ ქვეშ მიწა არ ღირსებია.არც ცოცხალს უწევს ცისფერი ცის ფეხით გათელვა.არც მიტოვება გაუგია ვის ნიჭს ატარებს-კაცის თუ ქალის,არც ის ქვეშქვეშა შუქი ახსოვს მოხრილ ბეჭებზეროცა კედლიდან გიყურებნენ ბრები, წასვლისას.
დამეფიცება–სულერთია დღეს ყველაფერი.მეტი დრო მრჩებაღვთის ანაბარა დარჩენილებს მივეალერსო.
შენ შეგიძია გიყვარდე ისე, არ მგრძნობდე არსად.არც სახლის გარეთ.არც შინმყოფი.არ მახსენებდე შენ არსებობას პირადი საქმით–სამსახურით,მცირე ხელფასით,ან პლასტიკური ბარათებით–’’visa’’,’’master card’’...არც იმ მანქანით,ერთ-ორ ადგილს ავარიის კვალს რომ ატარებს,როცა სიკვდილი კარებში ვერ შემოეტიადა გონზე მოსულს ,მხოლოდ მისი თვალები გახსოვს-მყიფე,უძირო.
შენ შეგიძლია მიყურო ისე,თვალს არ ახელდეან თვალხილული ბრმა იყო ჩემთვის.
ღმერთის სახელითსაკუთარ თავში ნაკლის ძებნაუმოტივოა.და როცა ,შებინდებისას,სისხლგამშრალ მზეს შესატყვისი მოვუძებნე-ჩამავალი სიყვარული,დამეფიცება–ყველაფერი სულერთი გახდა.

სანიკიძე ირმა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი