↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 130 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21582 ნახვა

—
მზის ბრწყინვალება ჩემი სატრფოს მზერას არ ახლავს,მეწამულ მარჯანს სულაც არ ჰგავს მისი ბაგენი,თოვლის სითეთრეს მის გულმკერდზე ვერავინ ნახავსდა აბრეშუმსაც მე მის თმებში ვერ მივაგენი.დამასკის ვარდებს გადავყრივარ ქვეყნად მრავალგვარს,მეც შემიგრძვნია სურნელება მათი ნამდვილი,მიტომაც ვამბობ – ჩემი სატრფო ვარდს რომ არა ჰგავს,რომ სურნელითაც მდედრი გახლავთ პირწავარდნილი.მის ხმას რომ ვისმენ, გრძნობის ზღვარიც გადამილახავს,მაგრამ მუსიკა მე სიამეს მეტად მანიჭებს;ქალღმერთის ქვეყნად სიარული მე არ მინახავს,ჩემი სატრფო კი ორივე ფეხს მიწას აბიჯებს.მაგრამ, ღმერთმანი, მათზე ნაკლებ სიკეთეს არ ფლობს,ვისაც სიყალბე პირმოთნეთა ჭაობში აფლობს.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი