↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 131 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
ასე მზაკვრები ნეტავ რად ხარ ლამაზმანები,მშვენიერებამ ასე რატომ გაგაგულისათ,მტანჯავ, რადგანაც იცი, მუდამ შენ მეზმანები,რადგანაც შენ ხარ საგანძური ჩემი გულისა.თუმც ბევრი ფიქრობს, არ გეკუთვნის ტრფობა ამხელა,შენი აუგი ხშირად მესმის, ხალხში როცა ვარ,სხვებთან ვერ ვბედავ შესიტყვებით გრძნობის გამხელას,გულში კი მხოლოდ შენი ხატი მაქვს სალოცავად.შენდამი ტრფობას მე ტყუილად როდი ვანაზებ,ტყუილად როდი მესიზმრება თმა გიშრიანი,ვიცი, ერთია ნეტარება ამ ქვეყანაზე:შავგვრემან ქალის შავი თმების შმაგი შრიალი.თმების სიშავით, ნეტავ, ვის რა დაშავებია,მაგრამ, ვაგლახ, რომ თმასთან გულიც გაგშავებია.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი