↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 10 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
სჯობს აღიარო, რომ არ გიყვარს ქვეყნად არავინ,თუ დასაღუპად საკუთარი თავიც გასწირე,ბევრმა გაჩუქა სიყვარული დაუფარავი,მაგრამ შენ თვითონ ტრფობა არავის გაუნაწილე.დაგუფლებია ბოროტების გრძნობა საზარი,თითქოს გახარებს საკუთარი სულის გოდება,გინდა დალეწო სილამაზის წმინდა ტაძარი,შენი მარჯვენით განახლებას რომ ელოდება.მაგრამ გონს მოდი, სიყვარული სამტრო რად არი?სიძულვილი თუ არ განდევნე, ცოდვას დაიდებ,დე, სულიც გქონდს მაგ ლამაზი სახის სადარიდა, სხვა თუ არა, შენი თავი მაინც დაინდე.ასე თუ წახველ, ჩვენს მომავალს რაღა დარჩება?შვილი დასტოვე სილამაზის გადასარჩენად
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი