პოეზია · ლირიკა
სონეტი 1(მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს მამრი თუ მდედრი,კოკორმა უნდა მიიბაროს ვარდის მშვენებადა რადგან ყველას გზას მოუჭრის სიკვდილის ხვედრი,შვილებში უნდა გრძელდებოდეს მშობლის ხსენება.
შენ კი გწადია, მარად შეგრჩეს სიტურფე თვალთა,გსურს, შენივ ცეცხლით გამოკვებო დროის სახმილი,გინდა ხრიოკეთს დააბერტყო სიუხვის კალთადა, როგორც მტერმა, საკუთარ სულს ჩასცე მახვილი.
დღეს შენ ამშვენებ ამ სამყაროს, ვით ხატი ტაძარს,ხარ წარმავალი გაზაფხულის ზღვა უნაპირო,ხვალ კი ჩააცმევ შენს სიტურფეს ჟამთასვლის ძაძასდა სამარისკენ წარიტაცებ... ნაზო ნადირო.
იყავ მოწყალე და ნუ ელი ჟამთა აღვსებას,ნუ აჭმევ მიწას წუთისოფლის კუთვნილ არსებას.