↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეზიის გოლგოთა

გაბაიძე გიორგი

2020-06-121 წთ საკითხავი19627 ნახვა

—
შენ უსაზღვრობა მოგექცია გსურდა საზღვრებში,მატერიალურს გამიჯვნოდი ცდილობდი მუდამ,და იმას ალბათ ვერასოდეს გაისაზრებდი,ვიღაცა წერდა - ყვიროდა და ვიღაცა დუმდა...
ფაქტი ერთია, პოეზია გზაა ულევი,მიწის ფსკერიდან გალაქტიკის მიღმა გაშლილი,იგი ჩხრიალებს ოცდაათი ვერცხლის ფულივით,რაც პირველცოდვის შედეგია, - ევას ვაშლივით..
ნიღბების კერვას უნდებოდი, წერას კი არა,თუმც პოეტისას ვერ ირგებდი, ვერ იკერებდი,შენი ლექსები, გექცა შენვე ანტიპიარად...გულდაწყვეტილი დადის ღამით პოეტერენტი.
გზა კი ორია, ვერტიკალი - ქვევით და ზევით,მოდიხარ გეზს კი ძველებურად, არა და არ ცვლი,ჰორიზონტზე კი ამაღლდები ცისკარზე მზე ვით,იმის მიხედვით ჯვარს გაცვამენ – მარჯვნივ თუ მარცხნივ.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი