↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ADIOS... (მშვიდობით)

გაბაიძე გიორგი

2020-04-181 წთ საკითხავი11885 ნახვა

—
ბაგა-ბუგით გული ცდილობს,ვულკანივით ამოიფრქვეს მკერდიდან,მენატრები, ზოგჯერ ისე მენატრები,მეჩვენება ვერ გიტან...
ნაბიჯ-ნაბიჯ, შენ ვერ მხედავ,როგორ გიახლოვდები,ცა რომ ტირის, მეც ვტირივარ,გულიც ლბება,ილუმპება გრძნობები...
უძილობით... დუელებით... უწინ ომითამტკიცებდნენ, დღეს კი რა?!უწყალობლად, დამცირებითმონატრებამჯალათივით გამწირა...
ვაი გული, ფეთქვა – ბმული,მკერდი ლამის ნამსხვრევებად აქციოს,და სიკვდილის მონატრებასმშვიდად ვეტყვი:ADIOS...
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი