↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აბსურდული გადამეტება

გაბაიძე გიორგი

2004-07-121 წთ საკითხავი19633 ნახვა

—
სიჩუმე ღეჭავს წამებს ხმაურით,მარტოობასთან დარჩენა მიწევს,მყუდროებაში სიო აურევს,ფოთლების შრიალს და მტვრიან მიწას...
შიშველ სხეულებს ვეღარ მალავენჭადრის ხეები, აღარც რცხვენიათ,ფოთლებთან ერთად წლებსაც პარავენ,წლები... აბა სხვა რა დარჩენიათ.
მიყურსულ სუნთქვას ვანელებ, ლბებაუპეები და ვყლაპავ სისველეს,სული რომ გადის... სხეული კვდება,გარდაცვალებით - სული ისვენებს...
მოლაჟვარდებულ სხეულს ვიხსენებ,სიგრილეს გამთბარს კოცნის სირბილით,საით წავიდე, საით?.. მიჩვენე!რომ დროს გავასწრ მოცდით... სირბილით...
ვწერო და ვწერო, ფართო თუ მწირი...სევდა გრძნობაში არ დამეტევა,იქნება დიდი და ისე მცირე,ვით თვითმკვლელობის გა(რ)დამეტება...
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი