↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ არის წერა ადვილი

გაბაიძე გიორგი

2015-06-121 წთ საკითხავი19628 ნახვა

—
(ვახტანგ ღლონტს)
შავი ზღვის მორევს მშრალი ზღვისპირი,ტალღების ზვირთით გაუქაფია,და შარფი, როგორც ეკლის გვირგვინი,დაგაქვს პოეტის ეპიტაფიად.
მარჯვენა ფერდში ნალახვრალს იტან,სიცოცხლის წყაროს უშრეტ სათავეს,უცრემლოდ ტირის ლერწმის ფლეიტა,ანგელოზები ჯვარცმას ხატავენ.
პოეტი მამის ცხედარს დასტირი,მარცხენა მხარზე გაზის გენია,წერ და არ არის წერა ადვილი,როცა სიშიშვლის აღარ გრცხვენია.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი