↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არავინ არ მიყვარს

გაბაიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი19634 ნახვა

—
არავინ არ მიყვარს, საერთოდ არავინ!მივტირი ზღვის უკან ჩაფერფლილ დაისებს,დავდივარ ზამთარში, - მბჟუტავი ფარანით,და ვეძებ ვინც ასე არ მიყვარს; და ისევ...
არავინ არ მიყვარს საერთოდ არავინ,დარდისგან დალამბულ ნაკვალევს ლანდებისმივყვები და ჩემი იშლება კარავი,სულში კი იწყება პროცესი ანთების –გზა და გზა, მივდივარ ფიქრებში და რავიასე თუ ველევი გრძნობების სიცხადეს,მინდა რომ ვუყვარდე საერთოდ არავის,და მაინც მინდა რომ ვიღაცა მიყვარდეს.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი