პოეზია · ლირიკა
აპოკრიფი #1 თუნთას
ამ ვაკუუმში მხოლოდ სუნთქვა მიშველის შენი,არ მახსოვს ასე განმეცადა ასთმა არადა,არგასაკვირად მასაც ღამით ცოდნია ქშენა,(და ასე სნეულს მაპოვნინებს შენ თავს სამყურა)ვგრძნობ ამ ბოლო დროს, ღმერთმა შენით დამაავადა,შ ე ნ თ უ გ ა ნ მ კ უ რ ნ ა ვ . . . .
დედამიწაზე ზამთარია, მაშასადამეობობას ქსელზე უკრავს შოპენს ქარის ორკესტრი,ზამთარმა ჭრელი შემოდგომა გაასადავა,ზამთარმა ცივმა, უნაყოფომ, უღვთომ, უმიზნომ,მე კი მზეს ვხატავ გულგამომშრალ ყვითელ ფლომასტრით,რ ო მ შ ე ვ ე ხ ი ზ ნ ო . . .
დრო მოვა, ვიცი სიხარულით ვერ გავძლებ ცხრა თვეს,დროს არ ვცნობ!.. ვერ ვცნობ... ავერიე, საკუთარ თავსაც,მე მაშინათვე შე(ნ)გიცანი, მე მაშინათვე...და მიტომ შენში შემოპარვას მპატიობ მთის შვილს,სიზმრებში არაკანონიკურ წიგნების მსგავსად,მ ე შ ე ნ შ ი ვ ი შ ვ ი . . .
მერე კი ფონად შევირჩიე ფერები კლიმტის,დამჩემდა... - შოპენს, შიგადაშიგ “Pink Floyd”-ს ვუსმენ...ვკითხულობ მარკესს, სული უფრო ჩოხელზე მიმდის,მხიბლავს არათუ ერთი ფერი, სიმრავლე ფერთა,გახსოვს პირველი ემოცია ,,გ-ს +(პლიუს) თ”-ზე ,მ ე დ ა შ ე ნ ე რ თ ა დ . . .
გაზაფხულია, წინ გავუსწრებ მოვლენებს ისე,რომ დრო დაიმსხვრეს სამასი წლის ვერცხლის ნარგილე...ასე მთავრდება, თუ იწყება მობნელებისას,ჩხავერით შემთვრალს ტანმაღალი აღმართი მქანცავს...ჩემი სისხლისგან გამთბარ თიხას სუნთქვით არბილებ,დ ა ა რ ქ მ ე ვ გ ვ ა ნ ც ა ს . . .