↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვინ ხარ ახლა?

სტურუა ლია

2014-09-121 წთ საკითხავი18608 ნახვა

—
ელგუჯას
ცივ ბროლს ათბობსწითელი ღვინო,მოდი, ვივახშმოთფლამანდიური ნატურმორტებით!მე დაღლილ ხორცსდავდებ სკამზე,შენ სულს ჩამოკიდებ ჰაერშიდა შეგეკითხები: _ ვინ ხარ ახლა?ქარი, რომელსაც ჩიტების თაიგულიმიაქვს ღმერთთან?იმ დარდის სიმძიმე,მხრები რომ დაგინგრია,სინამდვილეში კი წონაარ ჰქონდა?ან იქ ვინ შეგხვდა?გოგლიმოგლივით ტკბილი პოეტები,თუ მკვახე ქურდები,შეიძლება, ჰაერს კბილები მოეკვეთოს?შეგიძლია, წარმოიდგინო,როგორ გამეფშიკა ხელი,რომელსაც შენი მაჯით ვივსებდი?ვერავითარი ნაყოფი, ჭიანი,თუ კვადრატისგულიანი ამას ვერ შეცვლის,ინფარქტების წყვეტილ ხაზზევერ მახტუნავებს!სიმარტივისკენ გადავიხარე:აღარ მაღელვებს რევოლუციამხატვრობაში, ჩიტებს ნაფშხვენებსვუყრი და შენ გაპურებ,გამაძღარი ისე მაღლა ახვალ,რომ შეიძლება ლაჟვარდსნერვები აღმოუჩინოდა გაგახსენდეს, რომ ჩემს თავშიდაგლეჯილი მავთულები შესაცვლელია...კიდევ ერთი აზრი მწიწკნის,იქნებ, საკუთარი სისხლი,არცთუ მჩქეფარე, უარყოფითრეზუსიანი,მაგრამ, ჯერჯერობით, ცოცხალი,გადმოგისხა ტანიდან,როგორც ღვინოს ასხამენ,წითელ ღვინოს ცივ ჭიქაშიდა, წინასწარ, გული უთბებათ

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი