↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სხვის ტკივილს ვესწრები

სტურუა ლია

2014-09-121 წთ საკითხავი18617 ნახვა

—
სხვის ტკივილს ვესწრები,მაგ., კარის, რომელიც ჭრიალებს,უიღბლო დღე მოვაყოლე შიგ,ღამის კოშმარებზე ცარცით დაწერილი,თეთრი, ცუდი ამინდი...კარს რაღა სტკივა?მცენარეული წარსული?როცა ვერავინ აიძულებდა აგრესიას,თითების დამტვრევას, ჭრიალს,სადამდე მიყავხარ მარტოობას!საგნებისგან ითხოვ თანაგრძნობას,ღამეს რძეში ხარშავდა ორივეს ვერ იტან,დღეს კარებში აყოლებ ხელებს,სხვის ტკივილს ესწრები,საკუთარზე რომ მიიმატო,როგორც წინათ?რა მშვიდი იყო წინაპარი მელანქოლია!

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი