პოეზია · ლირიკა
* * * წიგნი მქონდა ერთი
წიგნი მქონდა ერთი"შუქს ნუ ჩამიქრობთ!"გაზეთის ფურცლებზე დაბეჭდილი(უჭირდა გამომცემლობას)ცარცის ქაღალდი რომ ყოფილიყო,რა, შემეშველებოდა, XII სართულზეგულის ხელით ატანაში,ან დედაჩემს, თავისი 100 კგ ტანისმიზიდვაში კუკიის სასაფლაომდე?გზის განათება კი შეეძლო,ახალგაპარსული სახესავით,რისთვისაც ჩემი სისხლისგლეხური ნახევარი უღელში შევაბიცარცის ქაღალდზე სხვები ისხდნენ,როგორც მინანქრის სახედარზედა მსუბუქად დააგელვებდნენ,მშვიდი პოეტები -შაქრის პუდრი,შეფრქვეული ნერვებზე,რომლებზეც მე დანაყილიანალგინი მაყრიადა, მაინც, ასე ულამაზოდ მტკივა -ანტირეკლამადა ვიღა მიმიშვებს მზესთან?ნუ დარეკავთ ჩემს კარებზე,სანამ მძინავს, პირველ საათამდე,მერეც ნუ დარეკავთ,როცა ვმუშაობ,სიბნელესთანდადებული ხელშეკრულებით!დღე უნერვო პოეტებისაა.