პოეზია · ლირიკა
უსიყვარულოდ და უგრიგალოდ
დევის ხვრელიდან ვიდრე ლელიანსდრო მზის მკლავებზე წავიკაპიწე,ყრმა ფშაველები ნისლებს წველიანდა ბერწ ოცნებებს ცეცხლზე ვაფიცხებთ.განთიადი კი, როგორც ბოჩოლა,ივრის პირიდან მომყვა ბღავილით,გადაგეხვევი, ძმაო ჯოყოლავ,და შენს სანახებს რიდით დავივლი.ხონჩით მოგართმევ ალაზნის ღამეს,სიზმრის დედა რომ ყვარობს მალულადდა საწნახელში ჩავარდნილ მთვარეს,მთას რომ საწაწლოდ გამოპარულა.აგიფერადებ ნაზამთრალ ხნულებს`ლილეოთი~ და `შენ ხარ ვენახით~,და თუ გაჭირდა, ჯავრიან გულებს,ვით ჯიხვის ყანწებს, ზეცას შევახლით.წამოვუძღვები ფიქრის არმადასდა დაგაფიცებ დამფრთხალ ალიონს,მე თეთრ არაგვთან გული დამვარდა,შავი არაგვი როგორ დავლიო.თუმცა შირაქში ნაბარტყი ხოხბისნაზი ყელიდან ისევ გეძახი,ჩვენს სინორჩესაც ქაფივით მოხდისდრო ამ ცხოვრების მღვრიე ზედაპირს.და თუ სტუმრობა, შარის ამტეხი,მაინც ეავდრა ბრძენკაც მინდიას,ეს დალოცვილი ხსოვნის ნატეხიცძველ ხურჯინში ხომ საგზლად მიგდია.ჰოდა, ამხსენი ვენახში ჭიგოს,ვიდრე ფხიზლობენ ღამის მეხრენი,და თუ ოდესმე საშველად მიხმობ,ზედ ქამარ-ხანჯლად შემოგეხვევი.ოღონდაც მერე ამ მთებს პიტალოსშემნივთე, როგორც მიწის ნაფლეთი,უსიყვარულოდ და უგრიგალოდარ მაწერინო ლექსი არც ერთი.