პოეზია · ლირიკა
*** "დღეები მუდამ მთოვარი"
დღეები მუდამ მთოვარი,მოთმინებაზე დიდიადა გული, როგორც მსტოვარი,ცხენის ბაგაზე მიბია.ვერც უფლის მადლით გავბევრდი,სიზმრადაც ნისლი ფოფინებს,თუმც ჩემი სულის ხავერდიმზის გულზე მივფინ-მოვფინე.ბედმა უბედო ქალივითჩამოიხოკა ლოყები,იქნებ ურიის ვალივითსაიქიოშიც მოგყვები.შე დალოცვილო, მასწავლემიწაზე როგორ დავეშვა,ან რით ვუშველო ნაწამებმარტოსულობის კაეშანს.მომერღვა დროის საყელო,გადამიხუნდა ფერები,ჩემმა ურჩობამ გამთელოს,ბედს კი არ მოვეფერები.მუდამ სიკეთეს ვუვლიდი,თუმცა არა ვარ მინდია,აჯანყებული გული კიცხენის ბაგაზე მიბია.