↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სულის სარკმლიდან

ცხვედიაშვილი მარინე

2001-08-121 წთ საკითხავი880 ნახვა

—
მე წამაწერეს პაპირუსებს უსათაუროდ,ისე ვით ლექსი, აფრენილი მწერლის უბიდანდა რახანია შენს ნაპირთან ჩუმად ხმაურობსსარკოფაგიდან გაჟონილი ცრემლის მუსიკა.ვინა ვარ, რისთვის ვიარები ასე უკვალოდ,გემუდარებით ამომხსენით, გამომიცანით,იქნება რქა ვარ სამამულე, ანდა უბრალოდსახელდახელოდ გაჩორკნილი ოთხი ფიცარი.დროზე უხნესი მოგონება მქვია ეგება,ან მუჭა-მუჭა გაბნეული ფეტვის მარცვალი,ჩემს ნაფეხურებს უფლისწული კი არ ეძებდა,წუთისოფელი, გულბოროტი დედინაცვალი.იქნებ, სევდა ვარ, ახდენილი ოცნების გზებზემაშვრალ მოყვასთა სანუგეშოდ შემონაფეთი,მე თქვენს პოვნაში ამოვარდნილ გრიგალებს ვეძმედა თან მიმყვება ჩემი წილი ზეცის ნაფლეთი.რატომ მეკრძალვი, მიწა ვარ და ბარი დამკარი,ნუ გეშორები, გზა კი არა, ნათლის სვეტი ვარ,ღვთის შვილებსა და ეშმაკს შორის რწმენად ჩამდგარი,პერგამენტებზე უფლისადმი ლოცვად ვწერივარ.გინახავს კაცი, გადამხტარი სულის სარკმლიდან,ცოდვილ მოკვდავთა მარწუხებში ვერჩატეული,და სანამ ბედი ყვავ-ყორანთა ლუკმად დამყრიდა,მუზებს მიჰქონდათ მგლოვიარე ჩემი სხეული.ლექსი ვარ, ლექსი, გაზაფხულში ხომ არ გეშლებით,რა მოხდა, თუკი ჩემს კალთაში სძინავთ აპრილებს,ვარ მუხლმოყრილი თქვენს წინაშე შიშველ ფესვებითდა პაპირუსთა სიჩუმეში ყოფნას ვაპირებ.

ცხვედიაშვილი მარინე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი