პოეზია · ლირიკა
მხატვარს
ჯემალ კუხალაშვილსთუ ვაჟკაცია, ეგ სამსალა მეფემ დალიოს,ოსტატის დელგმა გაურიოს დღეთა ანცობას,იქნება მერე შენი ქოხიც ებეთანიოს,ანდა მიგიხვდეს,როგორ უძლებ ნიჭს და კაცობას.ვერსაცნაურო, შემოქმედისხვედრო _ მტანჯველო,შენი ხალათი ვერც გულადმა მეფემ ატარა,ოდესღაც თურმე კაცად მოკვდამიქელანჯელოც,მაგრამ თვით გამჩენსღმერთკაცადაც ეპატარავა.შენი სამკვიდროც ჩამოაგავს საუფლო ედემს,ცასთან ახლოა, რიალებენ თეთრი ბლონდები,მაგ ფრთამოტეხილ გაზაფხულებსრა ვუყოთ მერე,მაზირთ მდელოზეხსნასავით რომ ამოგნოლდები.პურის ყანაში, სამრეკლოზე გდევდა სიათა,ბედისმწერალმა ვერ მოგზომა, ვერ გიარშინა,ხალხს რომ ეგონა,შენს სულს ყიდდა ვითომ იაფად,არსთა გამრიგე ძეგლად გკვეთდათურმე მაშინაც.რაც მიწის იყო, ამბობენ რომ უკვე ცისაა,ჟამთან მოდავეს გსწორფერობენსიზმრის დედები,ეს საუკუნე ახლა მხოლოდ ხუთი წლისაა,მაგრამ თქვენ ერთადვერასოდეს ვერ დაბერდებით.შენ დრო დააბი უკვდავების სადარ მდელოზე,ეტოლმეტები „ლილეოს“და თავად „ჩაკრულოს,“საფლავდაკარგულფიროსმანის საქართველოზემილურსმულო დაქრისტესავით ჯვარზე გაკრულო.შენი ყისმათი ოდითგანვე ფარსმანსპარსობდა,დარდუბალობდა სალიერთა ჯარის სარდალიც,და შენ კი,როგორც ბედისწერის გარდუვალობა,იყავი ნაღდი, უდრეკი დაცამდის მართალი.... თუ ვაჟკაცია,ეგ სამსალა მეფემ დალიოს,მართლა დალიოსდა გაიგოს კაცთა მისნობა,იქნება მერე მხატვრის ქოხიც ებეთანიოს _შენი სულიდანამოზრდილი მარადისობის.