პოეზია · ლირიკა
მანდილი
ხსოვნა ქორივით ჩაგფრენია,ბოლთას სცემს ჟამი გამთვალავი,მანდილი შენთვის სამშვენია,ჩემთვის _ ცრემლების სამალავი.სეფე სიზმრებში გახიზნულაწელთა მიმქრალი ჩირაღდნებიმთოშავს იღბალი ზამთრისგულა,ვკვდები და ისევ ვიბადები.ყოფნა არყოფნის საშველია,ჰოდა, ბევრი ვარ სათვალავით,მანდილი სხვისთვის სამშვენია,ჩემთვის _ ცრემლების სამალავი.