პოეზია · ლირიკა
შენ და მე
წახველ... დასრულდა... მე კი აქ დავრჩი,მაგრამ შენს კუთვნილ ტკივილს ვინ ზიდავს...სულში ჩამიქრა თვალები ბავშვისდა სინანული ამოიზიდა.ამოიწელა ეული ლანდიჩამოძენძილი, დამჭკნარი ბედით.მიგაქვს სიცოცხლით ნაკლები დარდი,მე კიდევ _ შენი სიკვდილით მეტი.ჩვენ ხომ სატკივარს საერთოდ ვთვლიდით,რამ გაყო ხვედრი ორად ნეტავი?..შენა ხარ ჩემზე სიკვდილით მშვიდი,მე კი _ სიცოცხლით შენზე ბეჩავი.ამ სამზეოზე რა გრჩება ვიცი,მშვიდობით!.. შენი ტკივილით ცხონდი.გზა გაქვს მსუბუქი მამულის მიწით,მე მძიმე _ შენი საფლავის ლოდით.