↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყორანი

გაბური ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი1198 ნახვა

—
შენეულ შავს და წყევლასაც ვითმენ,რახან მართალი არც მე ვარ შენთანდა გველებივით გაწოლილ რითმებსნადღევარების ვარამი წვეთავს.ჭრილობად შერჩა ლოდინი რამდენნაფიქრალს _წლებთან ჩუმად რომ დავთმე...ასე ყრანტალით ნაგროვებ-ნადევნცოტა ხომ შენი ბედისაც მმართებს!ჩემი სამზეოს ჩამოშლილ ცის სხივსთუ მუხლმოდრეკით ვუბედავ სათქმელს,დასაბამიდან მოსვრილი სისხლით _ცოტა ხომ შენი კლანჭების მმართებს!და თავის სამყოფს მოველით მზიდან,აქეთ მე, იქით _ მდინარე ლეთა...თუ შავ ხვედრს ჩემი იმედით ზიდავ,სულმთლად მართალი არც მე ვარ შენთან!

გაბური ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი