პოეზია · ლირიკა
*** "გახსოვს?"
გახსოვს? მიყვარდი... ზამთარირას ირჯებოდა ნეტავი?აღარ მაცლიდა არც თავიდა აღარც ბედი _ კენტავრი.არც დღე ავსილი ქარებით,გულს სიყვარული ეწადა...რიჟრაჟზე მთვარის ნალევიხმალივით ამომეწვადა,მზე ამეფრინა დილიდან _თუ სიხარული ვერ იცდის,ვიდრე მთას გადაივლიდათვალები _ საზრდო ჩემი ცის.ვიდრე ფიქრს შავი ღრუბელითდაიტირებდა ნამი ცის.შენ სიბერესთან თუ მელი,მე _ ბავშვობასთან დაგიცდი.