↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "იმ შეცდომებით, ტკივილით, ტანჯვით"

გაბური ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი1205 ნახვა

—
იმ შეცდომებით, ტკივილით, ტანჯვით,დღეებით _ მთვარის ვნებით დამთვრალით,ფეხდაფეხ მომდევ და ვიცი დამსჯი,ერთხელ დადგება ბოლო ზამთარი.ჩაქრება დღეთა ლურჯი ხარება,ქარებს წაყვება ზაფხული ცხელი.ზღვა სიხარულს და ზღვა მწუხარებასგადამიწონი ერთადერთ ცრემლით...მანანებ მზეზე დაფერილ სურვილს,ღამეებს_შენზე ფიქრებით დაღლილსდა შეიქმნება ცივი და ჩუმიდედა-სამყარო _ ვეება სახლი.იმ სიხარულით, ლტოლვით, განცდებით,იმ ტყუილ-მართლით, ფიქრით, დარდებით,ერთხელ ხელებში შემოგაცვდები,გაგელევი და გაგითავდები.

გაბური ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი