პოეზია · ლირიკა
*** "ვინ დამიბრუნებს ჩამქრალს და ჩავლილს?"
ვინ დამიბრუნებს ჩამქრალს და ჩავლილს?ვინ დამრეკს ავად ჩამომწყრალ ზარებს?..გამოვიტირე ქარიდან ქარი,გამოვიტირე ღამიდან ღამე.არ გიმძიმს? _ მიწად ქცევისკენ დახრილსთუ ჩემს ბედს ხელისგულებს აფარებ,შენ კარგად იყავ, მზად არის ხალხიდა დროშასავით ჩამომატარებს.გამოიგლოვებს ჩრდილების ჩადრითმწყურვალ ძახილს და მოლოდინს უკმარს...დავასამარე სიკვდილის ლანდიდა თავდახრილი ვბრუნდები უკან.გამოყოლილი თვალები შრებაჯვარდაწერილი ერთგული ხელით.გამოვიტირე ტკბობიდან შვება,გამოვიტირე ტანჯვიდან ცრემლი.და მოადგება ნაპირს შორიდანსისხლი, წარმართის ვნებებით მღვრიე.მოვალ, აპრილის ხელით მოგიტანჩემს ტკივილებზე ამოსულ იებს.