↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემს კალამს

ყაზბეგი ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი1689 ნახვა

—
მიყვარხარ, ჩემო კალამო,არ მოიწყინე წერაო,გულით მსურს მოგესალამო,შენი სიწმინდე მჯერაო.მათ გეტრფი, გრძნობის ალამო,მტერმა ვერ შეგაჩერაო,დაჭრილის გულის მალამო,ჩემი ხარ, ბედისწერაო.შენ გენაცვლები, კალამო,სხვაფრივ ხარ მონათლულიო,გულის წადილი პირდაპირს,არა გაქვს დამალულიო.ჰგრძნობ მკვნესავს, იცი მშრომელსათვალზედ არ მოსდის ლულიო,და ხელი ძმურად მიეცი,შეუსუბუქე წყლულიო.
ყაზბეგი ალექსანდრე

ყაზბეგი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი