↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გლოვა მთიელთა

ყაზბეგი ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი1688 ნახვა

—
აღსდეგ გმირთ გმირო, ნუ გძინავს,მტერთა ისმიან ხმანია,გრძლად ძილსა ჩვეულ როდი ხარმოგვიხმნე უნჯი ყმანია.
არ განახოს მტერმა ძალუნად,ვსდევნოთ, ვაკვეცნოთ თმანია,ვართ ბრძოლად მათდა მოსულნი,ზოგთაგან ოთხი ძმანია.
გაშალე დროშა მძლეველი,წვერმახვი, მტერთა ზარია,მოყმეთა ნახონ ფრიადი,მუნ მოსკდეს მთა და ბარია,განვფანტოთ მტერნი ჩვეულებრ,ვასვათ სასმელი მწარია!ჰქუხდეს მაჟარი, შაშხანავით ზეცით მეხის გვარია.
განაფრთხე ძილი, ზე აღსდეგ,შთაიცვ წვრილთვალა რკინისა,აღიღე ხელთა მაჟარი,მტრისა გამბნევი ტვინისა:წინ მივალთ შენი მეჭურნი,ვითა მეგონნი ლხინისაშევსვათ სისხლსაცა მტერთასა,უტკბეს კახეთის ღვინისა!
მტერს წინ წარვიგდებ დიაცებრ,უკუ იხედონ ვეღარაყოვლთვის ყოფილა ეს ესე,ვინც ჩვენზე დაიკვეხა რა.
წარუღებთ სრულად საუნჯეთ,მთად ვგზავნით, დიაცეხარა,არ განიღვიძებ, ბატონო,მოყმეთა რომცღა გვეხარა?
აღვიღოთ ძმანო, ფარ-ხმალნი,ვისმინოთ ჩაჩქანთ ჩქერანი:დავსხდეთ, დავიწყოთ ღრეობა,უყვარდის ჩვენნი მღერანი,ცხენი მზად უდგას გმირთ-გმირსა,კაზმული იცხო მერანი,არ განიღვიძებს, მოსულ არს,ბედისა ჩვენის წერანი.
ყაზბეგი ალექსანდრე

ყაზბეგი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი