↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარიამობა

დორეული ლექსო

2026-07-181 წთ საკითხავი1234 ნახვა

—
"მარილებიო?შვილის კუბომადგია ზურგზე."ზინა სილომნიშვილი
"Больше некому стало делатьдырки в бумаге окон,но как холодно в доме"
Тиё
ვუძღვნი ზინა სოლომნიშვილს
მზის დილეგები ციაგებს ქარში;დედი, ლოცვები – ჯარი ალვათა.ვულკანის სისხლში რომ მოვიხარშე,ზეცამ ყანწებში მოიკალათა.
ჭროღა ლახტს - ჭალას ბეჭებზე აფლეთსენაჩლიფინა რუები სხეულს;ღრუბლებს წაეცხოთ მზე, როგორც თაფლი;ვახვავებ ხმელეთს ხოხვით დახეულს.
დედი, ხელის გულს გზები არ მიფეთქს!ვილევი, როგორც ზრიალი ზამთრის.მივებჯინები მიწის საფეთქელს;ოჰ, დედაჩემო სხვა შვილს ვერ გაზრდი!
უღრანში ღელვით ნაღადრი ღამის;და დახუნძლული დარევის დარდთა.ღადარზე ვიღაც ღრიალით დამღვრის;ჩრდილთა ჩეროებს ჩივილი ჩარჩათ.
მხრებით მივათრევ მთებს, როგორც გუთანს;ზვირთებს კუზივით ზურგზე ვაზივარ.გულს მზე ტორებით დოლივით უკრავს;ყურძნის კი არა, ცრემლის ვაზი ვარ!
მზის დილეგები ციაგებს ქარში;დედი, ლოცვები – ჯარი ალვათა.ვულკანის სისხლში რომ მოვიხარშე,ზეცამ ყანწებში მოიკალათა.
დორეული ლექსო

დორეული ლექსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი