↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აღსარება

დორეული ლექსო

2026-07-181 წთ საკითხავი1200 ნახვა

—
ერთადერთია ბედნიერება;ცათა სიმშვიდეს ლექსები არღვევს….მე მებრალები ჩემო იღბალო,რომ შენი ბედი იღადრავს ძარღვებს.
თვალს თვალში ვუყრი რკილნაჭამ სარკეს.ვეღარ დაგლანდე.... რა იქენ ბიჭო?...ვინემ ოცნება აგვატალახებს,ქვით დავიშანთოთ თვალები გვიჯობს.
სიცივე ისე ბობოქრობს სულში,მუჭში მაკვდება მზე, როგორც მტრედი.ზღვა თავის ჟინზე როცა მივუშვი,პოსეიდონის ცრემლს პეშვით ვხვეტდი.
ერთადერთია ბედნიერება;ცათა სიმშვიდეს ლექსები არღვევს....მე მებრალები ჩემო იღბალო,რომ შენი ბედი იღადრავს ძარღვებს.
დორეული ლექსო

დორეული ლექსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი