პოეზია · ლირიკა
ქურდები
(ერთი დღე კახეთში)
ეძღვნება მაია ქართველიშვილს
გევიწროვებაგულო სამარე?...ქარი იალქნებსმაფლეთს, - ფრთა ხელებს.ცაზე ღრუბლებისხანძარს დავანთებ,რომ დედამიწალექსად მამხელდეს.ციცქნა სიყვარულსვმალავ უბეში,რომ არ მომტაცო,ვუძღვნი ღარიბებს.ერთი კოცნააჩემი ნუგეში,მერე კი გულიწესსაც ამიგებს.თეთრმა ღმერთებმა,მაძღარ თონეში,თაფლაკვერივითჩააკრეს მთვარე;უსურვაზივითჭიგოს მოვეშვიდა მკვდარ სიცოცხლესგამოვეპარე.მთებმა ენებზეისევ იკბინესდა წამოსცვივდათცრემლები ზვავად;ქოჩორა მდელოვ,შენი ჭირი მე,დარაჯად დარდისერთიღა მყავხარ.ცასაცა სცხელა,თუ ცისარტყელა,ზურგით ატარებსუკვდავთა სულებს;ქედზე ბალახობსღრუბლების რემა;და ალაზანიგულში გვიხუტებს.საფლავთა ქურდებსმოიპარავენ,მკვდრის საპოვნელადმოსული ჯვრები.ჯონჯოლის ბუჩქიმტევან დალალებს,დაიყრის მკერდზეჩვილი ხელებით.როგორც მდინარე,სიპი ნეკნებით,ამომხტარი ვარკალაპოტიდან;თუ კი ერთმანეთსშევეჩეხებით,ატმის ყვავილებსმორცხვად მოგიტან.