↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პეიზაჟები

დორეული ლექსო

2026-07-181 წთ საკითხავი1197 ნახვა

—
ციცინათელებს ცისკარს ვუკრეფდი,დაუსკდათ გული შიშნაჭამ ბინდებს.გადაიღეღა დილამ გულმკერდი,მინდორი პეპლებს ბუზღუნით მისდევს.მუხები დევთა ქორწილში დათვრნენ,გადაიყვლიფა ღამემ მუხლები.წისქვილში დაფქვეს საწყალი მთვარე.ცაო მყინვარებს რად ებუტები.მზე კალმახივით ფართხალებს ზღვაში,როცა ცივ ნისლებს მაყარი სტუმრობს.ალბათ სიცოცხლეს ისევ ვემლაშე,და ახლა ქაჯებს ვუჭედავ კუბოს.ღრუბლებს ხელადით მზის ცრემლი მიაქვთ,შარა მიაგავს სულთმობრძავ პითონს.ლოთი უფსკრული დაეხრჩო წყვდიადს,ყრუ დედამიწა მზის ირგვლივ ფიქრობს,ღამე კრუხივით დაჯდა მთვარეზე.ყელი გაუშრა მდინარის ნაპირს.მზეთუნახავო კარი ჩარაზე,თორემ ჭაბუკის მზე გულში დაგჭრის.
დორეული ლექსო

დორეული ლექსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი