პოეზია · ლირიკა
პერანგადან თოვლი გვამცნობს
მიიწურა შემოდგომა,ბახჩა-ბაღი გატიალდა,საღამოჟამს კვლავ ნადის ხმაისმის სავსე ნალიადან.
პერანგადან თოვლი გვამცნობს:გთხოვ იცქვიტო, ნუ ჩერდები,ზამთრისათვის მოემზადე,დაემსგავსოს მთას ზვინები.
თემბელობა ვის რას არგებს?პირმცინარედ თოვლს სურს გვითხრას,საახალწლოდ უნდა დაკლაასუქებდე გირჩევ შენც თხას.
მთიდან თოვლის გამოჩენასუყველას გულს ისაკუთრებს,წიფლის შეშით კვლავ გუზგუზიდაუწვიათ მდუმარ ბუხრებს.
ქარბუქი რომ დაიწყებაარ წამოგცდეს: ეივახ, ეივახ,თეთრი საბანით დაამშვენებსთოვლი მალე ეზოს, ვენახს,
სიზარმაცეს არაფრად თვლისყულაღარდი, მაჩანჩალა,პერანგადან თოვლი გვამცნობს”აბა ჩქარა, აბა ჩქარა.