პოეზია · ლირიკა
მოლოდინი საკვირველი
მოდიოდა თავსხმა წვიმა,სართვლო გარჯა იყო ძნელი,ნისლში იყო ჩაძირულიმშობლიური მინდორ-ველი.
ბანს აძლევდა ჭექა-ქუხილსლანტეები მეტად ბნელი,კარგ დარამდე იყო უქმადგიდელი და საწნაზელი.
ბუნაგებში აფარებდნენთავს ასეთ დროს ტურა, მგელი,ელვა კლდეებს აბრწყინებდა,ვით სათიბავ ჭალას ცელი.
ყველას ჭერქვწშ გაისმოდა:_ვერ მოვკიდე საქმეს ხელი,ის ავდარი ბავშვებისთვისგახდა მართლა სატანჯველი.
წუთიდ როდი გვღალატობდასულგრძელობა ვინმეს ძველი,არ ჩამქრალა, გულში ენთომოლოდინი საკვირველი.
მზემ დაძლია ღრუბლის ჯარი,დადგა დარი შუქნათელი,ავდრის შემდეგ იყო სოფლადსანაქებო,კარგი რთველი.