პოეზია · ლირიკა
ერთად წავიდეთ მთაში
გაზაფხულია.გთხოვ ქალაქიდანერთად წავიდეთ მთაში,მთის ფერდობებზე თოვლი აცრემლდა,როგორც აკვანში ბავშვი.
შეგვეგებება ჩხართვების გუნდიბექობთან ფრთების ტაშით,ქალწულის მსგავსად მზე იღიმებაგაშლილ,უღრუბლო ცაში.
სტუმრის წინაშე მთიელი ახლაროდი დავრჩები ვალში,კაკლების ჩრდილში, წყაროსთან ახლოსმეგობრულ სუფრას გავშლი.
დავლოცოთ მთის და ბარის ერთობა,რა სჯობს?-ვართ მუდამ მხარში,გაზაფხულია. გთხოვ ქალაქიდანერთად წავიდეთ მთაში.