↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უხილავი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
(აივაზოვსკის სურათის წინ)
მზე დასავლით იღველფება, ღამის ბინდი ხლართავს ჩადრებს,ლურჯ ცის ფსკერზე სხივი კვდება, სალამს აძლევს ჩონჩხებს და მკვდრებს,ფიქრში თავი დაუხრიათ სასაფლაოს დარაჯ ჭადრებს,და ხმა ესმით უხილავის სურნელოვან ალეანდრებს...„მე სული ვარ, შემომქმედი შეუზღუდველ სულთა თანა,სამუდამო, - როგორც ღმერთი, დაუძლევი, ვით სატანა,ყოფნამ ყოფნას უკვდავება უხილავად დაატანა,თქვენ, მიწაზე, უკვდავება გიკვირთ განა, შეგშურთ განა?ერთი ხელით ხომლს დავხატავ, მთვარეს მოვხვევ ოქროს სხივებს,სიბნელისგან მზის შუქს გავყოფ ოქროსფერად ანამძივებს,ერთის სუნთქვით დედამიწას გადავაფრქვევ ნაზ ყვავილებს.მთას გრიგალი დაუბერავს, ააკვნესებს, ააკივლებს...უხილავი ყველგან სუფევს, უხილავი ყველგან გეძებს,უხილავი გაგახარებს, უხილავი აგაკვნესებს.დედამიწავ! სული არის შეუზღუდველ სულთა თანა,სამუდამო, როგორც ღმერთი, გაბედული, ვით სატანა“.დედამიწას გარინდებულს მოხვევია ფიქრთ სამოსი,რაღაც სევდით გამსჭვალულა მშვიდი სუნთქვა მიდამოსი.
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი