↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ზღვა არ იყო

ბიბილაშვილი ზაზა

2024-03-131 წთ საკითხავი6218 ნახვა

—
ზღვა არ იყო ლურჯი ფერის.ზღვაში მზე არ ხარობდა.ხარხარებდა ლუციფერიჯოჯოხეთის ხაროდან.ფრთები ფრთიანს დაეცალა,სადმე სამარდებოდა.მარტს საიედ არ ეცალა,მაისს - სავარდებოდა.სიყვარული, შებილწული,ყველას ყელზე ეკიდა;თვალს ხუჭავდა მეფისწული -ვერ ითხრიდა ეკლითა.ნაღმერთალი მონეტებიყალბი იყო ცრემლივით...
და კვდებოდნენ პოეტები,ციდან ჩამოცვენილი.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი