პოეზია · ლირიკა
* * * გემღერა
გემღერა, გულო, გულობდი სანამ,გეთელა, ვიდრე ეჭვობდა, ეჭვი.
ბედნიერების ყელყელა ყანასპირშეჟანგული ნამგალი ვერ ჭრის.
მალე იცლება თავკვერის ქოცო.მალე წვავს ცეცხლიგამომშრალ შეშას.
შენ კი იმდენ ხანს ეძებდი კოცონს,ხელში ნელთბილი ნაცარი შეგრჩა.