პოეზია · ლირიკა
* * * გარეთ ქარი
გარეთ ქარი გულს და მინებს ასკდება,შავი ღამით მაგრად გამომთვრალი.
ვარსკვლავებმა წაიფარეს ნაბდებადღრუბლები და მოიტყუეს თვალი.
მალე, ალბათ, მადიანად იწვიმებს, -აგე, უკვე ელვაც გაიკეცა...
ხვალ შენი მზე გამიცინებს, ვიცი მე,ახლა სულ რომ ჩამოიქცეს ზეცა.