↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ყველაფერი საათივით აეწყო"

ბიბილაშვილი ზაზა

2026-07-182 წთ საკითხავი7058 ნახვა

—
”- ესუ კირისტო-სამას შეუყვარდა პრინცესასანტა მარია, სიყვარულისგან მოკვდა დაამიტომ გახდა ღმერთი.”“ძურიანო კიტისკე”, რიუნოსკე აკუტაგავა
ყველაფერი საათივით აეწყო, რიუნო...განტევების სამკუთხედი:სატრფო - მეგობარი - ღალატი.აფრები გაშლილია. მელოდება მყუდრო ტრიუმი.დროა, გადავიცვა წითელი კიმონო,როგორც ჯალათის ხალათი.რამე უნდა მეთქვა.ახლა ყველაფერი რიგზეა.ხომ არ ვიტყოდი, რომ აქაური სუსხით ვიჭინჭრები.ხომ არ ვიტყოდი, რომ ქვეყანა იქცევაბაგედაბრეცილი ღიმის მიწისძვრებით.რომ კეთილი ღიმილი, რა ხანია, ჩაიკვნიტეს ტუჩივითდა ვინც ვერ ჩაყლაპა, ყელში გასჩრია და ჰგუდავს.და სამასკარადო ბაზარს უჩივისძველი მეძველმანეც, კეთილი ნიღბების გუდით.რომ გადამდგარი გენერლებივით მოხუცი ღმერთებიცეცხლს მიფიცხებიანდა მდუმარედ წრუპავენ საკეს.თავი დაანებე ლუციფერს _ თავისთვის ერთობა _თავისია და, როგორც უნდა,ისე დაბრეცს ვეება სარკეს.ან რა დროს ამაოებაზე ლაპარაკია.მერე რა, თუ სისულელეა ყველა ტანკა და სონეტი.მერე რა, რომ სიძვის პაპანაქებააირგვლივ და ვერცხლის უთვალავი მონეტა.როგორ იტყვი, რომ ნამდვილი კი არა - მითი ხარან - უსაზღვროდ განმუხტული მუხტი.არადა, რაღაც უნდა თქვა, როცა მიდიხარ,ოღონდ ისეთი - სულსა და გულს მოხვდეს.და, აჰა, შვებით ვგრეხ უკანასკნელ სტრიქონებს -ხელგაშლით ვანიავებ მათხოვრის ქონებას.ნახე - სატრფო და მეგობარი გამოვიგონე.ღალატს რად უნდოდა გამოგონება.რაკიღა ხელთ ვიგდე სანუკვარი სადავე,ავდექი და დავაფრქვიე მდუღარე სტრიქონებიც.ბანალურია? - შესანიშნავია, მაშასადამე.მით უმეტეს - მთელი სიცოცხლე ამას ვიგონებდი.ახლა შემიძლია,მიმავალმა მყუდრო ტრიუმისკენვიმეორო მხოლოდ:ო, ესუ კირისტო-სამა... სამა-კირისტო...
რა კარგად აეწყო ყველაფერი, რიუნოსკე.რა კარგი დღეა ხარაკირისთვის.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი