პოეზია · ლირიკა
* * * ვნება - მღვრიე და უანკარესი
ვნება- მღვრიე და უანკარესი,თუ რამ მქონდა და თუ რამ მინდოდა,საზი,ტრაპეზითუ ასპარეზი,ბედი სპათა თუ ბედი ინდოთა-დამიგდია და ჟინით მოჯრილიქვაბს შიგან მალპობს თანისთანობითსენი შმაგის და სენი მიჯნურისდა უფრო მეტად - უნესტანობის.წელზე - მახვილი, მეხად ნაჭედი,რის ამეხებას ვერ მოვესწარი:ირგვლივ - ათასი ციხე ქაჯეთის,მაგრამ არც ერთში - ჩემი ნესტანი.თვლემენ მცველები, იღბლიანები,მოფრიალებულ კართან დილეგის.ისე უწყალოდ იგვიანებენ,ალბათ, არც მოვლენ ავთანდილები.თითქოს მნათების ათინათებიცსაბალდახინე გვირგვინებია.ყრიან ლელებში მყრალი კატებიდა ლომებივით იღრინებიან.ვეღარც სიკვდილი ჩადგა თვალებში-ლანდი ტრფიალის მეხთატეხისა,ვერც უჩინმაჩინ მტერზე თარეში -ამირბარული ჩეხვა მეღირსა.
და აღარ ვიცი, რად დამაფეთასიზმრად ნანახი ეშხის ზმორებამან სიყვარულის ჭრელი ნაფლეთირად მაფენია ვეფხის ზოლებად.