პოეზია · ლირიკა
* * * ზურგზე - ჯვარი
ზურგზე - ჯვარი,გულში - წყევლის ლახვარი.ზურგზე - ჯვარი,შუბლზე - ეკლის დიდება.შემომხვდებაათასერთი ახვარი,შემოხტება,ჯვარზე დაეკიდება.
მივალ, მიკვირს,გოლგოთისკენ დანაღირს,რამ შეთქვიფამოყვარე და დუშმანი:ყველას ხელში -მყრალი გუნდა ტალახის,ყველას ხელში -ჟანგიანი ლურსმანი.
ლამის არის,მივაკივლო რაბინთან,ატროკებულთუგუნური წადილით:ქრისტე არ ვარ -გოლგოთაზე რა მინდა!მეც კაცი ვარდა თქვენსავით ცოდვილი!
შუბს ვაგებებსაიქიოს ქარცივთა.მოუთმენლადმელის სულთა სახლობა.ჯვარიც ისეუსაშველოდ დამძიმდა,ან მოვედი,ან ძალიან ახლო ვარ.
ღმერთი-რჯული,ჯავრით ისე გაწვიმდი,იმ ქვეყანასწყრომით ვეღარ ვუცქერი.მაინც აქეთ,ეშმა თუა - ნაცადი,იქით კიდევ -ანგელოზი უცდელი.
მაინც მინდა,მივაკივლო რაბინთა,ატროკებულთუგუნური წადილით:ქრისტე არ ვარ -გოლგოთაზე რა მინდა!მეც კაცი ვარდა თქვენსავით ცოდვილი!