↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "უსაშველოდ გზები"

ბიბილაშვილი ზაზა

2026-07-181 წთ საკითხავი7058 ნახვა

—
უსაშველოდ გზები როდის გაიყარა?გზები როგორ დაუწეწავთ მეტეორებს!ვიყურები თქვენკენ ისე ჰაიჰარად,თითქოს გული საგულეში მეტეოდეს.
გარეთ, მგონი, იწურება ჭრელი მარტი,გარეთ მარტის საწნახელი იწურება;მე კი ვდუმვარ, თითქოს მართლა შემიყვარდამარტოობის დაწყევლილი მიწურები.
ამ გაზაფხულს ბოლოს მაინც სად წავუვალ -გულს ტრფიალის ყუმბარებით გადაბომბავს -კიდევ ერთხელ ვეღარ იხსნის სასწაულიცხმელი მკერდის გამოკეტილ კატაკომბას.
და შევივლი ოცნებების პანთეონზე.შემომკივლებს საფლავების ცხრაკლიტული:გაყიდულა ცად მზირალი ანთეოსი _ქარში ხმელი ფოთოლივით გაკიდულა!
ღამე ლოკავს მთვარეების მლაშე აბებს.დილა კენკავს ვარსკვლავების ასკინკილებს.და არავინ ეუბნება, რად შეაბესფრთებთან ერთად დოლაბები საწისქვილე...
გზები ისე უსაშველოდ გაიყარა,ჭირვეული ბედის ქარში გაფენილი...და შევარხევ მანძილს ისე ჰაიჰარად,თითქოს ყელზე არ მიჭერდეს საბელივით;
თითქოს თქვენი მონატრებით არ ბრუვდებააქაური სიზმარეთის სარეცელი...მაგრამ თუკი მოვინდომე დაბრუნება _თქვენს მიწაზე სასიკვდილოდ დავეცემი.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი