↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტყის პირად

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ტყის პირად, შორსა გზას მიმავალი,მივწექი და ძილს მივეცი თავი,ჭადრების ჩრდილი მეხვია საბნადდა ნანისმთქმელად - მხოლოდ ნიავიმძინარეს თავზე დამტრიალებდაფოთლები ტყისა და ყვავილები,და ძილში ოდნავ ჩამომესმოდაუცხოდ მომღერალ ფრინველთა ხმები.მესიზმრა ამ დროს, რომ მოვიპოვესიმდიდრე დიდი, ქება-დიდება,და ყველაფერი, რაც ქვეყანაზეფულით იმხობა და იყიდება.სამაგიეროდ მთელ ქვეყანაზემოსიყვარულე ვერ ვპოვე გული.გამომეღვიძა. საღამოს ნისლითიჩადრებოდა ტყე დაბურული.თვალი მოვავლე და დავინახეჩემი სიმდიდრე - გზა, მინდორ-ველი.ვთქვი: ვისთვის მინდა მე, ამის გარდა,აწ სხვა სიმდიდრე დაულეველი?დღეს ტყეა ჩემი თავშესაფარი,ხვალ - უდაბნოელ დარაჯის კერა,ზეგ ისევ ცის ქვეშ გავათევ ღამესდა მუდამ მიძმობს ჩემი სიმღერა!
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი