↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიმღერე რამე (спой мне)

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

1 წთ საკითხავი6 ნახვა

—
როგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრულისდარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე,იმას იგონებს დაღონდება დადაღულ გულის...იმ სიყვარულის მიმღერე რამე!ყმაწვილკაცობა, ყვავილები სიცოცხლის დილისბურუსებს იქით გადიკარგა... როგორ ვეწამე!ეხლა თავს მადგას ჭმუნვარება მომავლის ჩრდილის.იმ სიყმაწვილის მიმღერე რამე!დიდი მიზანი, ბრძოლა იყო ახალ დღეების,არ დავცემულვარ, მაგრამ გესლით მე მოვიშხამე.აი, ნაყოფი ქარიშხლიან სიცოცხლის ვნების.მე იმ ბრძოლების მიმღერე რამე!ახალგაზრდათა ბრძოლის შემდეგ დაუძლურებისდა წარუშლელი მწუხარების გავხდი მოწამე,მოწამე გავხდი ცეცხლისა და განადგურების...გემუდარები, მიმღერე რამე!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი