↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავსება-დავსება

ხალვაში ფრიდონ

2026-07-183 წთ საკითხავი52804 ნახვა

—
როგორიც ახლა ხარ,ყოველთვის ასე ხარ,ავსება-დავსებავ,სულ ცრემლით სავსე ხარ.
რამდენიც მეომე,იმდენი მეამე,დაღლილ დღე-ღამეთაიღბლები ღელავენ,-ხომ გახსოვს, კინაღამდავკარგე ენა მე.
მწვერვალებს წაკრულოთოვლების ჩალმებო,ჩანხართ ვით კისერშიმტრის ხელის ჩავლება.
მწირი და ცივი ხართ,თანაც წარმტაცები,ვით ჩვენი წარსულითმოდარდე კაცები.
ო,სიხარულებო,იმდენი ნაზი დღეიმდენი ღიმილისაითკენ გაზიდეს?!
ვისაც ხსნად ველოდი,ვხედავ,-თავს მტერობენ,ყოველ დაღამებასარქმევენ დღეობას.
ჰაერში, კაცებს რომტყვიები უსვრიათჩიტები ერთმანეთსსიყვარულს უხსნიან.
ეს დღე კი ოდასავითდგას მყუდრო, უქარო.კედელზე ჯვარცმაათუ ქვეყნის რუკაა?!
დაჭრილი სამშობლოაწყვია ნაჭრებად,მას თვალით ზომავენდუნიის ვაჭრები.
კი, რაც დაგვრჩენიავიჯერებ, ჩვენია,თუმც ასეთ ახდენასნატვრა მირჩევნია.
ო, სიხარულებოციცხვებით სახვეტო,რად ამოილიეთ,საითკენ წახვედით.
მიწა მეც მიმელის, -დუმილის მინდორი,ალალ ვიყო არმყოფიც,როცა ის მინდომებს.
ვუბარებ, მთა-ბარებს,ქვევითაც, ზევითაც,მომრთევით ყვავილთაფერადი მზერითა.
მე თქვენი ტანებითდა თქვენი ფერებითვკურნე გულნატკენიჩვენი სიმღერები.
ნუ გწყინს მეგობარო,თუ რამ ვერ გარგევი,ერთი სიყვარულიჩვენ ხომ ნერგად ვრგევით,ერთად ვდარდობთ, - რატომმამულს ვეკარგენით.
მე უფრო მშობლურიმინდოდა სამშობლო,ახლანდელს კინაღამის, წინა, ვამჯობნო.
შვილს შია, ხოლო შინმიწები ბერწობენ,და პატრონს წყევლიანვერმცნობელ-ვერმგრძნობელს.
დედულ-მამულეთო,დუშმანოსეულო,გვიგულე, შენი ცრემლითვინც ვართ მოზელილი!
ხომ შენს ქარტეხილებსმოვწონდი, ვმოძღრობდი,მეც შენი სიცოცხლისლოცვებით ვცოცხლობდი.
შენთვის შევინახეთთავიც, შენი ხმებიც,(კვლავ შენს ყიდულობენზღვა-ხმელეთს შეიხები).
ო, სიხარულებო,ძველებო, ახლებო,რად მიმოიმალენით,საითკენ წახვედით?
რა მივხვდი, ძირს ვეგდემოჭრილი იმ დირედქართველი რომ ერქვაჩვენს ქართულ სიდიდესსიდარდე ვწერე დაიმითვე ვიტირე.
ვიტირე ჭოროხთან,ხიხანთან, ბეშუმთან,მერე იმნაირად დროგაუხეშურდა,ეგება ის ჩემი ტირილიც შეშურდათ,
მაგრამ იცის ცრემლმა,ღამე ვინც მითია, -ლექსები რჩებიან,მგოსნები მიდიან.
აჭარავ, სამშობლოსსამშობლო შენა ხარ,შენა ხარ, სულივით,ქართულის შენახვა,სიტყვა ხომ შენს ბაგესსისხლივით შეახმა.
მწამს რწმენა, არა ისრომლითაც მამხობენრწმენა მწამს, რომელიცჩემს ხალხთან მამყოფებს.
ყოფნა და არ ყოფნადღეს კი კვლავ დაობენდღეები, დღეებინელ-ნელა ჩქარობენ.
მეწვიან წარსულეთისყმაწვილი ის წლებიამ წუთს კი მგონიაამ წუთას ვიწყები.
ახალმესიტყვენირითმებს ვერ ითმენენ,მე კი რაც მტკენიავიამებ იმტკენებს.
დღეს, ჩვენში, ბევრს,როგორც ურიას ფული აქვსმაგრამ განა ყველაფულიანს გული აქვს?როგორაც ახლა ხარ,ყოველთვის ასე ხარ,ავსება-დავსებავსულ ცრემლით სავსე ხარ.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი