↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მინდორში იდგა პატარა სახლი""

ხალვაში ფრიდონ

2026-07-181 წთ საკითხავი52775 ნახვა

—
მინდორში იდგა პატარა სახლი,პატარა სარკმლით, პატარა ბუხრით,ვეება მუხას ჟამთასვლით დაღლილსიმის კედელზე მიედო მუხლი.
მინდორში იდგა პატარა სახლიდა ქარი ქროდა ტყეების მხრიდან.და შემოდგომა ცივი ცახცახითმოყვითლო ფოთლებს ეზოში ყრიდა.
პატარა სახლზე იჯდა არწივი,პატარა ჩრდილი მიჰქონდა ღელეს...და ბერი მუხა ბერიკაცივითიისფერ კვამლზე ითბობდა ხელებს.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი