პოეზია · ლირიკა
ნაწყვეტი პოემიდან "ღრუბელი შარვლით"
მარია!პოეტი სონეტს უძღვნის ტიანეს,მე კი ვარ ხორცი ,ადამიანი მხოლოდ –მარია,და შენს სხეულს ვითხოვ, უბრალოდ –ისე, როგორც ქრისტიანები ითხოვენ:–პური არსობისამოგვეცი ჩვენ, დღეს.
მომე, მარია!მე მეშინია არ დამავიწყდეს შენი სახელი,ისევე, როგორც ეშინია პოეტს დაკარგვის -ღამეულ ტანჯვით ნაშობი სიტყვის,რომელიც თავის სიდიადით ღმერთის ტოლია!
მარია, გესმის?მე შენს სხეულს ისე მოვუფრთხილდები,როგორც ომიდან მოწყვეტილი ჯარისკაცი –უსარგებლო, უნათესავო,დაჰკანკალებს თავისერთადერთ კიდურს.
გინდა?არ გინდა!ჰაჰ!ესე იგი –ისევ ბნელი, უძლური,ავიღებ გულს და ცრემლით დავწვეთავ.მერე წავიღებ, როგორც ძაღლი,რომ მიაქვს სახლშითათი – რელსებზე დასრესილი მატარებლისგან.
თარგმნა ნინო ქოქოსაძემ