↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

და მაინც

მაიაკოვსკი ვლადიმერ

2012-11-131 წთ საკითხავი651 ნახვა

—
ჩაენთხლა ქუჩა - როგორც ცხვირი სიფილისიანს.(მსუნაგის დორბლი - მდინარე ივლის.)ბოლო ფოთლამდე საცვლებს ისვრიანდა უწვებიან ბაღები ივნისს.
მე გამოვდივარ მოედანზე,გადამწვარ კვარტალს -ვით მწითურ პარიკს, დავიმხობ თავზე,ხალხს ეშინია,ჩემი პირიდანფეხს შეუჭმელი ყვირილი აქნევს.
მაგრამ არავინ განმსჯის და დამყეფს,ფერხთით ყვავილებს დამიფენენ! მხსნელად მოვედი!და ყველამ, ვისაც ცხვირი ჩაენთხლა,იცის -ეს მე ვარ - მათი პოეტი!
როგორც დუქანი ისე მზარავს თქვენი სამსჯავრო,ცეცხლმოდებული შენობიდან მოთქმა-გოდებით,მე - ერთადერთს, წმინდანივით ამიყვანენ დათავისმართლებად წარმადგენენ ღმერთთან ბოზები.
ისიც გადმოყრის ჩემს წიგნზე ცრემლებს,ვინ იცის, ცაზეც მისთვის გარბოდეს,რომ იღლიაში ამოჩრილი ჩემი ლექსებისულმოუთქმელად წაუკითხოსთავის ახლობლებს.
თარგმნა ნინო ქოქოსაძემ

მაიაკოვსკი ვლადიმერ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი